27 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
ევროპარლამენტში კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში 1.5 მილიონი ევროა ამოღებული, თუმცა ეს, შესაძლოა,აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს - POLITICO

ევროპარლამენტში კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში 1.5 მილიონი ევროა ამოღებული, თუმცა ეს შესაძლოა ფულით სავსე აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს - ამის შესახებ ვრცელ სტატიას POLITICO აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, გამოცემის ხელში აღმოჩნდა ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ევა კაილის დაკავების ორდერი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავარ ეჭვმიტანილებს რამდენიმე მილიონი ევრო აქვთ აღებული.

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ კატარის შრომის მინისტრი ყოფილ ევროდეპუტატს, პიერ ანტონიო პანცერის მითითებებს აძლევდა, რომელმაც დაკავების შემდეგ ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

დღის ამბები