27 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
სამაშველო "ქოხი" ზღვის დონიდან 3 700 მეტრ სიმაღლეზე- ალტიჰატის გუნდის ახალი პროექტი მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე

სამაშველო "ქოხი" ზღვის დონიდან 3 700 მეტრ სიმაღლეზე, ალტიჰატის გუნდის ახალი პროექტი მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე რომელსაც წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს, იგეგმება ახალი სამთო-სამაშველო სახლის განთავსება.

ახალი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია გადაუდებელი და დაუყოვნებელი სამთო სამაშველო მომსახურებისათვის სადაც ადგილზე განთავსდება 15 ადამიანი, მათ შორის მუდმივ მორიგეობას 4 პროფესიონალი სამთო მაშველი და პარამედიკოსი გასწევს.

სამაშველო ქოხი სრულად იქნება აღჭურვილი საჭირო თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ასევე დაზარალებული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის მომზადებას, სტაბილიზაციას და სხვა გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას.

დღეს ალტიჰათის გუნდმა პარტნიორებთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს და ახალი პროექტის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

დღის ამბები