27 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
ზელენსკიმ დაღუპული უკრაინელი სამხედროების ოჯახებს სახელმწიფო ჯილდოები, უკრაინის გმირის წოდება გადასცა - "კურიერის" ჩართვა კიევიდან

რუსული სისასტიკის ერთი წელი - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოფიას მოედანზე დაღუპული უკრაინელი სამხედროების ოჯახებს სახელმწიფო ჯილდოები, კერძოდ, უკრაინის გმირის წოდება გადასცა. ქვეყნის მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა ყველა სამხედროს და ადგილობრივს.

ცერემონიაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს - გასული წლის 24 თებერვალს ოკუპანტებმა მძინარე კიევი დაბომბეს. სარაკეტო იერიშები დედაქალაქის გარდა სხვა ოლქებზეც მიიტანეს. პარალელურად შეტევა დაიწყეს საოკუპაციო ძალის სახმელეთო შენაერთებმა. გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს რათა წელს საოკუპაციო ძალაზე გამარჯვება მოიპოვოს.

"ერთი წლის წინ, ამ დღეს, იმავე ადგილიდან, დილის შვიდ საათზე, მოგმართეთ მოკლე განცხადებით, რომელიც მხოლოდ 67 წამს გაგრძელდა. ჩვენ დავამარცხებთ ყველა საფრთხეს - დაბომბვას, რაკეტებს, კამიკაძეების დრონებს, სიცივეს. ჩვენ ამ ყველაფერზე ძლიერები ვართ. ეს იყო გამძლეობის, თანაგრძნობის, ვაჟკაცობის, ტკივილის წელი. იმედის, შეუპოვრობის, ერთიანობის და რაც მთავარია უძლეველობის სასტიკი წელი. მთავარი დასკვნა კი ის არის, რომ ჩვენ გადავრჩით, ჩვენ არ დავმარცხებულვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ ამ წელს," - განაცხადა ზელენსკიმ.

ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას რომ როგორც კიევში, ასევე მთელი უკრაინის ტერიტორიაზე, გარდა ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებისა, საკმაოდ მშვიდი ვითარებაა. ხსენებულ ოლქებში დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი ფაქტობრივად არ გამორთულა.

თავის მიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა რომ უკრაინა არ შეწყვეტს ბრძოლას. მან მადლობა გადაუხადა ყველა სამხედროს, რომლებიც ამ წუთებშიც აკავებენ საოკუპაციო ძალას აღმოსავლეთის ფრონტზე, რომელიც დაახლოებით 1500 კილომეტრს ითვლის.

"ერთი წლის წინ, ამ დღეს, იმავე ადგილიდან, დილის შვიდ საათზე, მოგმართეთ მოკლე განცხადებით, რომელიც მხოლოდ 67 წამს გაგრძელდა. ჩვენ დავამარცხებთ ყველა საფრთხეს - დაბომბვას, რაკეტებს, კამიკაძეების დრონებს, სიცივეს. ჩვენ ამ ყველაფერზე ძლიერები ვართ. ეს იყო გამძლეობის, თანაგრძნობის, ვაჟკაცობის, ტკივილის წელი. იმედის, შეუპოვრობის, ერთიანობის და რაც მთავარია უძლეველობის სასტიკი წელი. მთავარი დასკვნა კი ის არის, რომ ჩვენ გადავრჩით, ჩვენ არ დავმარცხებულვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ ამ წელს," - განაცხადა ზელენსკიმ.

ომის დაწყებიდან 1 წლის თავთან დაკავშირებით სპეციალური საფოსტო მარკები გამოუშვა უკრაინის ფოსტამ. მასზე გამოსახულია ბავშვი რომელიც ბეჭებზე სცემს ვლადიმერ პუტინს. მარკების მოსაპოვებლად კიევის ფოსტასთან საკმაოდ დიდი რიგია.

დღეს კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი უკრაინის მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩამოსულია მეზობელი პოლონეთის პრემიერი და დღესვე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლონეთიდან 14 ლეოპარდ2-ის ტიპის ტანკი გადმოკვეთს უკრაინის საზღვარს და ეს ტანკები მალევე გაიგზავნება აღმოსავლეთ ფრონტზე.

დღის ამბები