03 მაისი 2024,   14:15
ვრცლად
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2023 წლის 25 თებერვალს 102 წელი გავიდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. 

დღის ამბები