მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს, ეს გზა აირჩია, - ამის შესახებ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. როგორც მან განმარტა, ყოფილი პრეზიდენტი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და წონაში მკვეთრად დაიკლო.
განცხადებას კლინიკასთან სააკაშვილის ადვოკატებმა უპასუხეს. უფლებადამცველმა მკურნალი ექიმის განცხადებებს აბსურდი უწოდა.
"დაახლოებით ერთი კვირაა მივარდნილ და უმწეო მდგომარეობაშია, საუბრის უნარიც არ აქვს. ერთ მხარეს არის წამოწოლილი ლოგინზე, გადატრიალების უნარიც არ აქვს. აბსურდია, ექიმი შევიდა სხვა სფეროში და სხვა შეფასებებს აკეთებს," - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ.