"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს. კანონპროექტის თანახმად, ბათუმში 2022 წლის სექტემბრამდე უნებართვოდ აშენებული ყველა შენობა ნაგებობის დაკანონება უნდა მოხდეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ არსებობს სახელმწიფო აუდიტის არაერთი დასკვნა, სადაც საუბარია ამ ნაგებობების სამშენებლო სტანდარტების დარღვევით აშენებაზე. ოპოზიციას ერთ-ერთ მაგალითად ე.წ. ჩინური კვარტალი მოჰყავს.
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი არ აპირებს აუდიტის მიერ გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებას და აღნიშნული ნაგებობების დაკანონება მაინც მოხდება, რაც კანონის უხეში დარღვევაა.