28 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
გურჯაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი სოფელ ბაკურციხეში ერთსართულიან შენობას მაშინ გაუჩნდა როცა სახლში არავინ იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები გამოტანა ვერ მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო- სამაშველო ჯგუფები. რა გახდა აალების მიზეზი უცნობია.

დღის ამბები