17 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
გატაცებული ცხვრები და ფერმერი, რომელმაც კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა - "კურიერმა" საქმის დეტალები გაარკვია
გატაცებული ცხვრები და ფერმერი, რომელმაც კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა - "კურიერმა" საქმის დეტალები გაარკვია. ხუთ დაკავებულს შორის არის 50 წლამდე მამაკაცი, გელა ბადუაშვილი. როგორც ირკვევა, ოთხმა მამაკაცმა 600 ცხვარი მისი ფერმიდან გაიტაცა, დაზარალებულმა კი დავის მოსაგვარებლად ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა. ამის შემდეგ მათ საპასუხოდ, მეორე მხარეს, ათასზე მეტი ცხვარი წაართვეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულის მეზობლები და ოჯახის წევრები არ საუბრობენ, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, თავდაპირველად გელა ბადუაშვილმა ლევან მებაღიშვილს ცხვრები მიჰყიდა, თუმცა შეთანხმებული თანხა არ გადაუხდია, ამის შემდეგ კი ბადუაშვილმა, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, ცხვრები მებაღიშვილის ფერმიდან უკან წამოიყვანა, მებაღიშვილმა კი ამ პროცესში "კრიმინალური ავტორიტეტები" ჩართო, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ბადუაშვილების მწყემსებს და ორმაგი რაოდენობის ცხვრები წამოიყვანა. 

პოლიციამ საქმეზე 5 პირი დააკავა. ესენი არიან გელა ბადუაშვილი და ლევან მებაღიშვილი თანამზრახველებთან ერთად. გამოძიების ფარგლებში ეძებენ კიდევ ორ ადამიანს. ამოღებულია დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი. 
 
ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ძარცვის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. 
 
რაც შეეხება დაკავებულებს, მათი წინასწარი სხდომა დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართლა, სადაც აღმკვეთი ღონისძიების ფორმა, პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში 16 მარტს არის ჩანიშნული. 
დღის ამბები