ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კანონი. კელი დეგნანი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მათი პოზიცია არ არის და იმავეს მოუწოდებს ქართულ მხარეს გაერო, ევროსაბჭო და ქვეყნის ყველა მეგობარი.
კელი დეგნანმა დღეს საკუთარი არგუმენტებიც მოიყვანა. ის თვლის, რომ კანონი უნდა გადაიხედოს.
"ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ მიიღონ ეს კანონი. ამას მოუწოდებს გაერო, ევროსაბჭო და ყველა საქართველოს მეგობარი. ეს კანონი უნდა გადაიხედოს, რადგან ამან შეიძლება შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიისა და ორგანიზაციების მიმართ, როგორც ეს მოხდა რუსეთში . აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედონ, რამდენად გამჭვირვალე შედეგი ექნება ამას და როგორ იქნება გამოყენებული. შედეგები ექნება ცუდი მოსახლეობისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის , რომლებიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ," - თქვა დეგნანმა.