17 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
"დელისის" მეტროს ტერიტორიაზე დაჭრილი პირი, სავარაუდოდ ბიზნეს ობიექტის მეწილეა - "კურიერმა" მისი ვინაობა გაარკვია

სროლა თბილისში - რამდენიმე საათის წინ წინ "დელისის" მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცეცხლნასროლი ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანა. "კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

"კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილია ალეკო გამჯაშვილი. როგორც თვითმხილველები "კურიერთან" ამბობენ, დაჭრილი იმ ბიზნესობიექტის ერთ-ერთი მეწილეა, სადაც შემთხვევა მოხდა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

"ხუთი გასროლა იყო და კაცი ეგდო დაჭრილი ძირს. ამ კაცს ვიცნობდით, როგორც ვიცი აქაურობის მეწილეა. მერე სასწრაფო მოვიდა და წაიყვანეს, მეტი არაფერი არ ვიცით," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

დღის ამბები