15 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
კანონპროექტი უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი ევროინტეგრაციის გზისთვის - სალომე ზურაბიშვილი გაეროში
საქართველოს პრეზიდენტი კი ნიუ-იორკში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ, კომისიის 67-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მან სიტყვით მიმართა. 
 
10- წუთიან გამოსვლაში პრეზიდენტი უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტებსაც შეეხო, რომელზეც საქართველოს პარლამენტი მსჯელობს და საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა. 
 
"ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.
 
ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში, ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 
 
შეერთებულ შტატებში ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან; ასევე ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან. 
დღის ამბები