პარლამენტმა, სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანი აირჩია.
მას ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა.
რამდენიმე დღის წინ, სახალხო დამცველის კანდიდატურად ლევან იოსელიანი "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.
ცნობისთვის:უკვე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ, ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს.