22 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე გამოსვლები დღეს დასრულდა - სტუდენტებმა საზოგადოებას მოუწოდეს, ხვალ 11 საათზე, პარლამენტის სხდომის პარალელურად, აქციაზე ისევ შეიკრიბონ

სტუდენტებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე მიმიმდინარე აქციაზე დაახლოებით ორი საათის წინ პოლიტიკოსებს ტრიბუნის დატოვება მოსთხოვეს და  გამოსვლებს თავად აგრძელებდნენ, ცოტა ხნის წინ აქციაზე შეკრებილებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს გამოსვლები აღარ იქნება და ხვალ, პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად, 11 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია განახლებული ზალით დაიწყება. 

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან, ადგილზე ამ ეტაპზე სიმშვიდეა და საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები ჟღერს. 

დღის ამბები