საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი ჩაგდებას "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და საზოგადოებას ქართულად მიმართა.
"გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ.
ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს,"-წერს ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.
პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო.