29 აგვისტო 2026,   14:31
ვრცლად
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა.


მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა, მერაბ დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა. ქართველისა და რუსის დაპირისპირება ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ხუთივე რაუნდში დვალიშვილის დომინაცია აშკარა იყო.


მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

დღის ამბები