18 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
პეიზაჟები, გრაფიკული ნამუშევრები და თეატრალური დეკორაციები - ელენე ახვლედიანის 40- მდე ნამუშევარი ერთ სივრცეში გამოიფინა

პეიზაჟები, გრაფიკული ნამუშევრები და თეატრალური დეკორაციები - ელენე ახვლედიანის 40- მდე ნამუშევარი ერთ სივრცეში გამოიფინა.

"პარიზი კარგია, მაგრამ თბილისს არაფერი სჯობსო" - ამას თავად ელენე ახვლედიანი ამბობდა. სამშობლოზე შეყვარებული მხატვარი, პარიზში სწავლობდა. პირველი პერსონალური გამოფენაც 1926 წელს, სწორედ ამ ქალაქში ჰქონდა. პირველი, თუმცა წარმატებული. გამოფენას პიკასო დაესწრო და ახვლედიანის ერთ-ერთი ცნობილი ნახატი ”ზამთარი” მოეწონა. ნამუშევარი ავტორს გამორჩეულად უყვარდა, ამიტომ პიკასოს არ მიჰყიდა. პიკასომ ვერ შეძლო, თუმცა ახვლედიანის ერთ-ერთი ტილო მოდილიანმა შეიძინა.

"თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია"" - უთქვამს სერგო ფარაჯანოვს. ყველასგან გამორჩეული ფერთა პალიტრა - ელენე ახვლედიანი გასულ საუკუნეშიც და ახლაც ყველა თაობის საყვარელი მხატვრად რჩება.

ორმოცამდე ნამუშევარი, რომელიც ”წითელი კვადრატის” საგამოფენო სივრცეშია თავმოყრილი, კერძო კოლექციებიდან შეგროვდა. ექსპოზიცია 30 წლიდან -70 წლამდე ტილოებს აერთიანებს და მათ უმეტესობას დამთვალიერებელი 1 აპრილამდე პირველად ნახავს.

დღის ამბები