27 ივლისი 2024,   04:30
ვრცლად
როდის მიმართავს სააკაშვილის ოჯახი სტრასბურგს - ირკვევა, რომ სარჩელზე მუშაობა ამ დრომდე დასრულებული არ არის

როდის მიმართავს სააკაშვილის ოჯახი სტრასბურგს - ირკვევა, რომ სარჩელზე მუშაობა ამ დრომდე დასრულებული არ არის. რა ეტაპზეა პროცესი და რა წერია დოკუმენტში, ეს ზუსტად არც სააკაშვილის ოჯახმა იცის.

გიული ალასანიას თქმით, პროცესს, შესაძლოა, პოლონელი ექიმების ჩამოსვლა აჭიანურებდეს. ექსპრეზიდენტის დედას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

"ჩემი შვილის გადასაწყვეტიც არის, ერთად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. მე, პირადად, ძალიან მეჩქარება. შეიძლება ის აჭიანურებს, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლაც უნდათ ალბათ რომ მოხდეს, რომ მათაც დადონ თავისი დასკვნა.

მე დიდი ხანია ამას გავაკეთებდი. გამამართლებელი განაჩენი ლოგიკურად უნდა დადგეს, როცა ადამიანს 47 დიაგნოზი აქვს და არის ასეთ მდგომარეობაში, ყოველ წუთში წონას კარგავს,“ - ამბობს გიული ალასანია.

ოჯახმა რომ სტრასბურგს უნდა მიმართოს, ამაში "ნაციონალური მოძრაობაც" დარწმუნებულია. განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 

"სტრასბურგს რა თქმა უნდა, უნდა მიმართონ ადვოკატებმა. მე ვერ გეტყვით სამართლებრივ საფუძვლებზე, იმიტომ რომ არ ვარ მე მისი უფლებადამცველი, მაგრამ მთავარი არის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სტრასბურგისთვის მიმართა იქნება და ეს მიმართვა იქნება ზუსტად იმ კონტექსტში, როდესაც მისი უფლებები და მათ შორის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება ირღვევა,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

 

დღის ამბები