27 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
გაიაფებული მედიკამენტების სია გაიზარდა - რა მექანიზმი დააზღვევს ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს

გაიაფებული მედიკამენტების სია გაიზარდა. დღეიდან აფთიაქებში მოქალაქეებს ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებებისთვის განკუთვნილი 1 100-ზე მეტი პრეპარატის შეძენა შეუძლიათ.

რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის უწყებაში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო, გრძელდება. მკაცრად კონტროლდება სააფთიაქო ქსელებიც, რომლებსაც ფასის ზედა ზღვარი უკვე განესაზღვრათ, დარღვევის შემთხვევაში კი, მთავრობის მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება- ურჩ კომპანიებს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ. რეფორმის მთავარი მიზანი, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. სამუშაო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა.

ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. რეალიზაციის პროცესს მარეგულირებელი ონლაინრეჟიმში აკვირდება.

დღის ამბები