27 ივლისი 2024,   04:58
ვრცლად
შვედეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

შვედეთის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანების საკითხს კენჭი უყარა- ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედიაგამოცემა reuters- აქვეყნებს.  

გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას მხარი აბსოლუტურმა უმრავლესობამ 269 ხმით დაუჭირა. ხოლო გაწევრიანების წინააღმდეგი კი 37 დეპუტატი წავიდა.

ამასთან, კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნატოს წევრობა საუკეთესო საშუალებაა შვედეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მთელი ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად".

ცნობისთვის: შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე მიიღო. ამჟამად, ნატო-ს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში, შვედეთის გაწევრიანების საკითხის რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

დღის ამბები