15 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როცა ადამიანი ფაქტობრივად არ არსებობს, ფიზიკურად აღარ არის, ორი ლუკმა ჩაიდო და ისიც ამოიღო უკან - გიული ალასანია

სააკაშვილის ადვოკატს ამ წუთებში სახალხო დამცველის აპარატში ელოდებიან. შალვა ხაჭაპურიძე ომბუდსმენს "ვივამედის" განცხადებას გააცნობს და მოითხოვსრომ სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა ექსპრეზიდენტი მოინახულოს

რამდენად მიზანშეწონილია სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა - საკითხზე დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები.

ექსპრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

"რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როცა ადამიანი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ფიზიკურად აღარ არის. ორი ლუკმა ჩაიდო და ისიც ამოიღო უკან, რა პოზიციაზე ვილაპარაკოთ. ჭამს საკუთარ სხეულს უკვე რამდენი ხანია, ეს არის მისი პოზიცია.

დღიდან მისი ჩამოსვლისა კარგი ამ ქვეყანაში ამ ადამიანს არაფერი მიუღია, არაფერი კარგი არ ახსოვს. აქედან გამომდინარე ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს.

ყველაფერზე ნაწყენი ვარ იმიტომ, რომ ვხედავ, რომ ჩემი შვილი კვდება. მე პარტიებად არ ვყოფ საზოგადოებას, სულ ერთია ჩემთვის," - განაცხადა გიული ალასანიამ,

ცნობისთვის, "ვივამედი" მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, საკითხი შეისწავლონ, რადგან მათი შეფასებით, "ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანხმობას აცხადებს, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში".

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები