26 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
reuters: საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

საფრანგეთის ქალაქებში, ნანტსა და ბორდოში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა- ინფორმაციას ამის შესახებ reuters-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით,აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა, ე.წ. შავი ბლოკის წევრებმა მაღაზიების შუშები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

აქცია საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. რამდენიმე ქალაქში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სადავო საპენსიო რეფორმა მთავრობამ გასულ კვირას კენჭისყრის გვერდის ავლით მიიღო. საპენსიო სისტემის ცვლილება საპენსიო ასაკის 62-წლიდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრიდან იმართება.

დღის ამბები