30 აგვისტო 2026,   14:39
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს გაუხსნა გზა სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისებისკენ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის 10 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია პროგრამამ ყველა მოქალაქისთვის შექმნას ჯანმრთელობის შენარჩუნების და გაუმჯობესების პირობები.

"ამოქმედების დღიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს გაუხსნა გზა სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისებისკენ. 3 მილიონზე მეტ მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა გაეუმჯობესებინა და შეენარჩუნებინა მისი ჯანმრთელობა. ჩვენი მთავარი მიზანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ყველა მოქალაქისთვის შექმნას ჯანმრთელობის შენარჩუნების და გაუმჯობესების პირობები. ამისთვის სამთავრობო უწყებებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით აქტიურად ხორციელდება სისტემური რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ისე პროგრამულ და ინსტიტუციურ დონეებზე.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი დავნერგეთ მნიშვნელოვანი რეფორმა და 1 100-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე უკვე რეფერენტული ფასებია დაწესებული," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ რეფერენტული ფასი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც დაწესდეს.

დღის ამბები