25 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
რუსეთს აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები - ნიკოლაი პატრუშევი 

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, რუსეთს აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები:

"რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება," - განაცხადა პატრუშევმა.

მისივე თქმით, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრევენციული დარტყმის შემდეგ, რუსეთი საპასუხო დარტყმას ვერ შეძლებს. პატრუშევის მტკიცებით ასეთი მოსაზრება "არაშორსმჭვრეტელური და სახიფათო სისულელეა“.

დღის ამბები