20 ივნისი 2026,   21:17
ვრცლად
ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო. ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ თავისი ლიდერები მიმართაც - ლევან მაჭავარიანი

ურთიერთბრალდებები, დაპირისპირება და კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიის თავმჯდომარეობიდან ვადაზე ადრე გაშვებული თინა ბოკუჩავა, კრიტიკანარევი განცხადებების გამო, ისევ მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს. პარტიის მოქმედი ლიდერი , რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ეწურება ამბობს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ კომუნიკატორებმა მოახდინეს, ვინც მასთან ყოველდღიურად შედიან.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს კი მმართველ გუნდში აფასებენ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ის, რაც მოხდა, უპატივცემულობა თინა ბოკუჩავას მიმართ თავად პარტიის მხრიდან.

მაჭავარიანი იმასაც აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, "ნაციონალური მოძრაობა" და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია, ურთულეს მდგომარეობაშია:

"რა თქმა უნდა, ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რა თქმა უნდა, პირადი კონსულტაციები უნდა გამართულიყო. თუმცა, აქაც ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ უშუალოდ თავისი ლიდერები მიმართაც.

ბუნებრივია, უკმაყოფილოები იქნებიან. ნანუკა ჟორჟოლიანი ჩვეულებრივი აქტივისტია და ნამდვილად არ გაუხარდებოდათ მისი თავმჯდომარეობა პარტიის დანარჩენ წევრებს. ურთულეს მდგომარეობაშია "ნაციონალური მოძრაობა" და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

დღის ამბები