საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიას აქტიურად ატარებს. პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, წალკის, გორის რაიონის და ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამართეს.
პროკურორებმა შეხვედრებზე „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებსა და კრიმინალური მენტალიტეტის შესახებ ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.
საქართველოს პროკურატურა საჯარო სკოლებში საინფორმაციო კამპანიებს საქართველოს მასშტაბით აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.