პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული ოფისების გახსნას განაგრძობს.
დღეს სამცხე-ჯავახეთის ოფისი ქალაქ ახალციხეში გაიხსნა. აირჩიეს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც.
ღონისძიებას პარტიის ლიდერი ვატო შაქარიშვილი, პარტიის წევრები და სხვა რეგიონული ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან. პარტიის წევრებმა ისაუბრეს მათ პროგრამაზე და ხედვებზე შიდა თუ გარე გამოწვევებთან დაკავშირებით.