24 აპრილი 2024,   22:55
ვრცლად
პარლამენტში შეხვედრებს თბილისში მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები იწყებენ

დილიდან იწყებენ შეხვედრებს პარლამენტში თბილისში მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები. ისინი როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. მთავარი განსახილველი თემა 12-ი რეკომენდაციის შესრულებული და შესასრულებელი პუნქტები, ასევე ქვეყანაში არსებული ვითარება იქნება. საქართველოში ვიზიტის შემდეგ კომიტეტის წევრები შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.

"12 რეკომენდაციაზე იქნება მთავარი აქცენტები, როგორც იმ შესრულებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც ერთად განვახორციელეთ, ასევე, დანარჩენზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მოვისმენთ პარტნიორების მხრიდან მოსაზრებებს ვითარებაზე, რომელიც პარლამენტშია და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რაც ერთად უნდა გადავდგათ, რომ ხალხის დაკვეთა შევასრულოთ კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია. 

"კოლეგებთან საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, 12 პუნქტის მიმართულებით რა გვაქვს რეფორმები.

მნიშვნელოვანია, სწორი შეფასება მიეცეს, მათ შორის, ოპოზიციის რადიკალიზმს, რომელიც 1 მიზანს ისახავს მიზნად - ეს არის პოლარიზაციის გაღრმავება და ამ კუთხით ხელის შეშლა," - თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები