20 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
ვაშინგტონსა და პეკინს შორის ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობებს, უახლოესი ორი დღის განმავლობაში ისევ გამოცდა ელის - აშშ-ში არაოფიციალური ვიზიტით, ტაივანის პრეზიდენტი ჩავიდა

ვაშინგტონსა და პეკინს შორის ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობებს უახლოესი ორი დღის განმავლობაში ისევ გამოცდა ელის. შეერთებულ შტატებში არაოფიციალური ვიზიტით, ტაივანის პრეზიდენტი ჩავიდა, რასაც ჩინეთის მხრიდან მკაცრი განცხადებები და მუქარა მოყვა. პეკინი ვაშინგტონს ღია ტექსტით აფრთხილებს, რომ თუკი ტაივანის პრეზიდენტი აშშ-ში კონგრესის სპიკერს კევინ მაკკარტის შეხვდება, ეს კიდევ ერთი პროვოკაცია იქნება.

ტაივანის პრეზიდენტი ნიუ-იორკში ორი ღამით რჩება, შემდეგ კი, ტურნეს იმ ქვეყნებში აგრძელებს, რომლებსაც ქვეყნის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.

დღესვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება. როგორც გამოცემა „ფორინ ეფეარი" წერს, ჩინეთის პარლამენტისა და მის უმაღლეს პოლიტიკურ მრჩეველთა ორგანოს, ყოველწლიურ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა, ომისთვის მზადყოფნაზე ყურადღება ოთხ ცალკეულ გამოსვლაში გაამახვილა.

დღის ამბები