27 ივლისი 2024,   04:05
ვრცლად
ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ - დონალდ ტრამპის გასამართლებას მხარი ნაფიცმა მსაჯულებმა დაუჭირეს. საქმის მასალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა პორნო მსახიობს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე არ ესაუბრა.

ბრალდებას ექსპრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს და "პოლიტიკურ დევნას" უწოდებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევაა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდებას უყენებენ.

დღის ამბები