24 აპრილი 2024,   23:38
ვრცლად
ახალციხეში მეწარმეობის პრაქტიკული კურსი გაიმართა - მიზანი თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო

ახალციხეში მეწარმეობის პრაქტიკული კურსი გაიმართა - მიზანი თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების უნარების გაძლიერება იყო. მონაწილეებს ინდივიდუალური კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა გაუწიეს.

კურსი უკვე წარმატებით ჩატარდა მარტვილში, თეთრიწყაროში, ზესტაფონსა და ფოთში. პროექტი, "აწარმოე საქართველოს" და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

"მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გავაცნოთ სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მუშაობს "აწარმოე საქართველოს" სოფლის განვითარების კუთხით და გავუწიოთ ინდივიდუალური კონსულტაციები იმიტომ, რომ ადამიანებს სჭირდებათ უფრო მეტი ინფორმაცია ამ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, ამავე დროულად მივცეთ თეორიული ცოდნა ბიზნეს წარმოების გარკვეული პრაქტიკული მაგალითები იმისთვის, რომ ისინი იყვნენ წარმატებულნი სოფლის მეურნეობის თუ სხვა სამეწარმეო მიმართულებით," - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

დღის ამბები