თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დღეს ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.
აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა, სადაც "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით, დაკავებულის მეგობრები, ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვდნენ.