27 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროში "დიარჯი" მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში "დიარჯი" მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა, სამედიცინო სექტორთან ერთად, რეფორმის დანერგვის პროცესი განიხილეს და სექტორის საჭიროებებს გაეცნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოდელის დანერგვის პროცესს უწყება, ექსპერტებთან ერთად დააკვირდება.

"ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრამ ხელი შეუწყო გარკვეული საკითხების დაზუსტებას, სუსტი წერტილების გამოკვეთას, თუ რა მიმართულებითაა სამომავლო ცვლილებები გასათვალისწინებელი. მსგავსი ტიპის დიალოგი ძალიან სასარგებლოა DRG სისტემის სამომავლო განვითარებისთვის და საბოლოოდ, რაც მთავარია აღნიშნულით ისარგებლებს პაციენტი," - აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი კრისტიკა ჰაკური.

დღის ამბები