15 ნოემბერი 2024,   06:12
ვრცლად
მნიშვნელოვანი რეფორმები შემოგვაქვს იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს როგორც ხარისხის, ასევე სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით - ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა კიდევ უფრო ეფექტური იყოს, მას ახალი სერვისები დაემატება.

ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა  "კურიერი პიესის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო არის ის, რომ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება.

"ჯანმრთელობის უფლების ნაწილში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იქნა შემოტანილი 2013 წელს და დღეს უკვე 10 წლის თავზე გვაქვს შემდეგი შედეგები - ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, მილიონობით ადამიანს დაუფინანსდა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სერვისები და არ უწევთ მათ საკუთარი საცხოვრებლების გაყიდვა ან საზღვარგარეთ მკურნალობის მიღება ხშირ შემთხვევაში, თუმცა დღეს, იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მნიშვნელოვანი რეფორმები შემოგვაქვს იმ კუთხით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს როგორც ხარისხის კუთხით, ასევე, სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით. საერთო ჯამში 7 მილიარდი ლარია ამ 10 წლის განმავლობაში დახარჯული," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები