ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იშვიათი დაავადებების საბჭომ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, პრეპარატის შესყიდვაზე სამინისტროს დადებითი რეკომენდაცია არ მისცა.
მისივე თქმით, საბჭო თვლის, რომ მედიკამენტი არის ექსპერიმენტული, ის დაკავშირებულია სხვადასხვა გვერდით მოვლენასთან და არცერთ სხვა ქვეყანას სახელმწიფო დაფინანსებით ამ მედიკამენტის შეძენა დაწყებული არ აქვს.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს, მისი გვერდითი ეფექტების გამო.