15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ცხოვრება ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირად, არამედ წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას სუფთა და მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს.

"მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომელზეც გადაწყვეტილების მიღება დიდი ხანია, საჭიროა. მიხეილ სააკაშვილის ცხოვრება ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირად, არამედ წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აქვს სუფთა და მყარი სამართლებრივი საფუძველი. თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ მასზეა დამოკიდებული სიცოცხლე, მაშინ ეს ნაბიჯი აუცილებელია. მე ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა გადაუდებელი მიმართვა შეიტანეს ევროსასამართლოში, რათა მისთვის სათანადო მკურნალობა უზრუნველყონ, და როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები