01 ივნისი 2024,   15:32
ვრცლად
ვუერთდები საყოველთაო დღესასწაულს, მინდა ჩემს ქვეყანას ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე

სააღდგომო ლიტურგია ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას მოქალაქეებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.

თბილისის მერმა მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა უსურვა.

"მინდა ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ქრისტე აღდგა. გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, დღესასწაული, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილზე სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ვუერთდები საყოველთაო დღესასწაულს. მინდა ჩემს ქვეყანას ვუსურვო პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პატრიარქის ეპისტოლეშიც ამას ხაზი გაესვა, ვინაიდან მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება. შესაბამისად, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მშვიდობა მთელს მსოფლიოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ," - აღნიშნა კახა კალაძემ მედიასთან. 

დღის ამბები