17 აგვისტო 2026,   06:25
ვრცლად
თეა წულუკიანი ლევილის მამულში განხორციელებული სამუშაოების პირველ შედეგებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და სამინისტროს წარმომადგენლები ლევილის მამულში 2022-2023 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და სხვადასხვა ფრანგული სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლევილის მამულში 2022 და 2023 წლებში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

ლევილის მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოები წარმატებით დასრულდა.

ინფორმაციისთვის: ლევილის მამულში გალავნის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესი კულტურის სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად დაიწყო. 
ლევილის მამულის გუშაგის სახლში, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე ემიგრანტი ქალი ნამეტია გოგუაძე ცხოვრობდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. შიდა სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ფასადის შეკეთება და გადახურვა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება მამულის შატოს, მისი აზბესტისაგან გაწმენდა და სახურავის სრული რეაბილიტაცია 2023 წელს უნდა დასრულდეს საფრანგეთის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.

2022 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგება და სანიტარული ჭრა დაიწყო, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836), ვალდებულების შესაბამისად, ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას წინ უძღოდა პარკში ხეხილის აღწერის პროცესი. 

 ლევილის მამულის რეაბილიტაციის მასშტაბური პროცესი, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

დღის ამბები