გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს მიაჩნია, რომ უკრაინა "ნატო"-ში სწრაფად ვერ გაწევრიანდება. მისი თქმით, "ნატოს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების მიღების დრო არ არის".
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, უკრაინის "ნატო"-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ სოლიდარობის გამო არ უნდა მოხდეს და მსგავსი ნაბიჯი ცივი გონებით უნდა გადაიდგას.