საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალქეები ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით, ცხელი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხერხდა.
"სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქ. ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი. საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით, მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად, მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში.
უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.