22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი მზარდია -ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არათუ დაიშალა, არამედ მისი რეიტინგი არის მზარდი და მყარი. 

როგორც ლევან ხაბეიშვილი განმარტავს, კვლევამ აჩვენა, რომ ნოემბრის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის პროცენტული მაჩვენებელი არის 2,5-ჯერ გაზრდილი.

"კვლევამ აჩვენა, რომ ნოემბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" არის 2,5-ჯერ გაზრდილი.  ვგულისხმობ 6%-იან მხარდაჭერას, რომელიც იყო ნოემბრის თვეში. დღეს, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს 14%, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა 25%, ახლა აქვს 19%.

ასევე ვნახეთ სხვა პარტიების რეიტინგები. მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან.  "ნაციონალური მოძრაობა" არათუ დაიშალა, არამედ მისი რეიტინგი არის მზარდი და მყარი,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები