15 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველოს ტერიტორიები და კომპანიები არის გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად - პაველ ჰერჩინსკი

ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ ქვეყნის ტერიტორია არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს - აცხადებს ევროკავშირის ელჩი. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველოს ტერიტორიები და კომპანიები არის გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.

"ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესა. ჩვენი მიზანია რუსეთს შევაცვლევინოთ ქმედებები და დავრწმუნდეთ რომ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას რაც შეიძლება მალე, და ეს საშინელი ომი დასრულდება. ამის მისაღწევად ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ბერკეტია სანქციები. გაერთიანების 27-ვე წევრი ქვეყანა ეთანხმება ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს და ამას ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. მე ვიცი რომ ბევრი ქვეყანა ამ ერთობლივ ძალისხმევაში სხვადასხვა გზით არის ჩართული. საქართველომ გაიზიარა ჩვენს მიერ დაწესებული სანქციების ნაწილი, თუმცა არა ყველა. ის რაც ჩვენ საქართველოსგან გვსურს არის ის რომ ვიყოთ დარწმუნებულები რომ საქართველოს ტერიტორიები და კომპანიები არ არიან გამოყენებული რომ ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლა მოხდეს. ამ მომენტისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რომ საქართველო საწინააღმდეგოდ იქცევა,"- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები