15 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
საქართველოს გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ - უცხოელ დიპლომატებს ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა

საქართველოს გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა. დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მხარეები განიხილავენ სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. დიპლომატები მოინახულებენ წეროვანში არსებულ დასახლებას, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვევიან.

ელჩები ასევე გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც გაიმართება შეხვედრა აჭარის მთავრობის წევრებთან.

"მიხარია, რომ ვარ საქართველოში ვიზიტით მყოფი გაეროს დელეგაციის წევრი. სენტ-ლუსიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წელს დამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან გეოგრაფიულად, დიპლომატიური ურთიერთობების საშუალებით, ჩვენ შევძელით წლების მანძილზე ჩამოგვეყალიბებინა წარმატებული თანამშრომლობა.

ეს ვიზიტი კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები, რომლებიც ჩემთან ერთად სტუმრობენ საქართველოს, ასევე ელიან თქვენი ქვეყნის უკეთესად გაცნობას,"-აცხადებს გაეროში სენტ-ლუსიას მუდმივი წარმომადგენელი მენისა რამბალი.საქართველოს გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ - უცხოელ დიპლომატებს ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა

დღის ამბები