ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების სიხშირე იზრდება. ამის შესახებ საუბარი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ავიაკომპანიების - FLY DUBAI-ს და Flynas-ის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე იყო.
საკითხი აქტუალურია ამ დღეებში დუბაიში მიმდინარე ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტული გამოფენაზეც, სადაც 150 ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვადასხვა ქართული ტურისტული კომპანია.