15 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
დაუშვებელია, რომ სახელმწიფოში ხელისუფლების პირველმა შტომ, ხელისუფლების მესამე შტოს კონკრეტული მოსამართლეები და მათი საქმიანობა შეამოწმოს - გურამ მაჭარაშვილი საგამოძიებო კომისიაზე

პარლამენტის წევრის, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალის” დამფუძნებლის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს ერთი პლუსი ის აქვს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში სიარული ისწავლა.

მაჭარაშვილის თქმით, დაუშვებელია, რომ სახელმწიფოში ხელისუფლების პირველმა შტომ შეამოწმოს, თან საგამოძიებო კომისიის ფორმატით, ხელისუფლების მესამე შტოს კონკრეტული მოსამართლეები და მათი საქმიანობა.

"ერთი კარგი რაც ამ პროცესს აქვს, არის ის, რომ ოპოზიციამ პარლამენტში სიარული ისწავლა. მართალია საელჩოს მითითებით, მაგრამ მაინც ისწავლა. ცალი თვალით მაინც ჩახედავენ რეგლამენტს და კარგია, რომ პარლამენტარი რეგლამენტს სწავლობს, მართალია იქ რა წერია ბოლომდე ვერ გაიგებენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიცია პარლამენტში ივლის, თუ არ ივლიან ესეც მათი პრობლემა იქნება. რაც შეეხება უშუალოდ კომისიას და მის შექმნას, არაერთხელ აიხსნა, რომ არის ორი ძირითადი არგუმენტი, ერთი სამართლებრივი, დაუშვებელია, რომ სახელმწიფოში ხელისუფლების პირველმა შტომ შეამოწმოს, თან საგამოძიებო კომისიის ფორმატით, ხელისუფლების მესამე შტოს კონკრეტული მოსამართლეები და მათი საქმიანობა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

დღის ამბები