ჩვენ ვლაპარაკობთ "ქართული ოცნების“ სახელით და ისინი ლაპარაკობენ და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, კოლეგის დასანქცირებისთვის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს მიმართავ არასერიოზული და მდაბიო საქციელია.
"არასერიოზულია და რამხელა მდაბიოობაა, წარმოიდგინეთ, კოლეგას გვერდით რომ უზიხარ და მის დასანქცირებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს სთხოვ. წარმოგიდგენიათ, რა მდაბიოობასთან გვაქვს საქმე. განსხვავება იცით რა არის ჩვენს შორის? ძალიან ნიშანდობლივია ეს ამბავი. ჩვენ ვლაპარაკობთ "ქართული ოცნების“ სახელით და ისინი ლაპარაკობენ და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით. მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ქართველი ხალხი გასცემს ამაზე პასუხს, ისინი ამბობენ, რომ ამერიკელები, ევროპელები გასცემენ პასუხს. ეს თან სისულელეა. რა სანქცია ახლა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ პოლიტიკოსებს სანქციას უწესებენ პროცედურული საკითხების გამო? თუ ამასთან მივედით, ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე ვიღაცამ სერიოზულად დაიწყო მსჯელობა. წარმოუდგენელი ამბავი იქნება. დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე რომ იყო ლაპარაკი, ამაზე მეტი არ შეიძლება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.