15 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" აქვს მომზადებული სხვა ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება საბოტაჟი მოუწყოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს - სალომე სამადაშვილი 

"ევროპელი სოციალისტების" ინიციატივას კანონპროექტების პაკეტის დაინიიცირების შესახებ, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. საუბარია კანონპროექტზე, სადაც ასახული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც 30 აპრილის აქციაზე დააყენეს, მათ შორის არის LGBT პროპაგანდის კანონით აკრძალვა.  

ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ფრიდონ ინჯიას ინიციატივა მიუღებელია. 

კრიტკულად აფასებს ფრიდონ ინჯიას ინიციატივას პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი. 

"ქართულ ოცნებას ჩაუვარდა ერთი მცდელობა, რომ ფაქტიურად, შეუძლებელი გაეხადათ ამ ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღება, როდესაც მათ ჩაუვარდათ აგენტების შესახებ კანონი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ მომზადებული სხვა ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება რომ საბოტაჟი მოუწყოს ამ დღის წესრიგს,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.  

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე,  იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ მისთვის მისაღები იქნება, თუკი "ქართული ოცნება" კანონპროექტს მხარს დაუჭერს, რადგან ასე საკუთარ რეპუტაციას ინადგურებს. 

"მე ზოგადად გულშემატკივარი ვარ, რომ ქართულმა ოცნებამ შემოიტანოს ეს კანონპროექტი. არა იმიტომ რომ მხარს დავუჭერ, არამედ იმიტომ რომ ქართული ოცნება საკუთარ რეპუტაციას ინადგურებს ამით და რაც უფრო მეტს გააკეთებს ასეთს, ტაში უნდა დავუკრათ," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები