"ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივასთან დაკავშირებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
"საქართველოს კონსტიტუციით არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რომელიც არის 25 ათასი ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი. ამიტომ, ეს ინიციატივა დარეგისტრირდა პარლამენტში. თვითონ, მმართველი პარტიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ფრაქციის თავმჯდომარემ უკვე გააჟღერა. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს კანონს, რომელიც შეზღუდავს მანიფესტაციების და გამოხატვის თავისუფლებას. პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ ეს გამოიწვევს შემდგომ სპეკულაციებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და შემდგომ, მათ შორის, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ახალი სასპეკულაციო თემების გაჩენას," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
საუბარია "ევროპელი სოციალისტების" ინიციატივაზე, რომლებიც უახლოეს დღეებში კანონპროექტების პაკეტს დააინიცირებენ. მასში ასახული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც 30 აპრილის აქციაზე დააყანეს, მათ შორის არის LGBT პროპაგანდის კანონით აკრძალვა.