ნატო-ს წვრთნებში საქართველოს არმონაწილეობას, ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც ჩვენ უნდა შეგვეძლოს თავდაცვა სამხედრო კუთხით:
"მე ვნახე მთავრობის ანგარიში, რომელიც შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. სწორედ ეს მაქვს წაკითხული. ახლახანს განვიხილე მთავრობის წარმომადგენლებთან სერიოზული მნიშვნელობის წვრთნები, რომლებშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. ეს წვრთნები დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოებასთან, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან. განვიხილეთ კიდევ სხვა წვრთნების საკითხი, რომელიც კონკრეტულად ენერგო უსაფრთხოების მიმართულებით უნდა ჩატარდეს. ძალიან მალე ჩატარდება წვრთნები კიბერუსაფრთხიების მიმართულებით, ასე რომ ძალიან ფართო სპექტრში მოხდება სამხედრო წვრთნები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საერთო აზრის მქონე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ, მათ შორის წვრთნების მიმართულებითაც. ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც ჩვენ უნდა შეგვეძლოს თავდაცვა სამხედრო კუთხით, რაც უფრო სასწრაფო და მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოვუწოდებ რომ მათ მაქსიმალურად ითანამშრომლონ წვრთნებთან დაკავშირებით,"- აცხადებს NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით ჯეიმს აპატურაი.