15 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "ევროპელი სოციალისტების" მიერ წარდგენილი ინიციატივების განხილვა, პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ევროპელი სოციალისტების" მიერ წარდგენილი ინიციატივების განხილვა პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, პირდაპირ თქმა იმისა, რომ პარლამენტი აპირებს აღნიშნუილი ინიციატივის მიღებას, არასერიოზულია.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენი საკანონმდებლო პროგრამა და ამით ვმქომედებთ - მგონი ამას საზოგადოება ხვდება.  მეორეს მხრივ, ასეთი ინიციატივები არა მხოლოდ ცალკეული დეპუტატებისგან, იცით, რომ წარდგენილი აქვს მოქალაქეების ჯგუფს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ჩვენი დღის წესრიგში არ შედის და არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. მათ შორის ასეთი ინიციატივების წამოყენება, ეს არის ნაწილი  გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის, რომ მოქალაქეებს და ცალკეულ დეპუტატებს შეუძლიათ წამოაყენონ ინიციატივები, მაგრამ პირდაპირ დაკავშირება, რომ პარლამენტი აპირებს ამის მიღებას, ეს არასერიოზულია,-"განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპელი სოციალისტები" მინიმუმ 8 კანონპროექტის მომზადებას ერთ კვირაში აანონსებენ. ფრიდონ ინჯიასთვის სრულად მისაღები აღმოჩნდა 30 აპრილს გამართული აქციის მოთხოვნები. პოლიტიკურად შეუთანხმებელი საკითხების პლებისციტით გადაჭრა, სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა, ევროკავშირის ან სხვა ქვეყნების მხრიდან შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება და "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვა-ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ”ევროპელი სოციალისტები” მუშაობას იწყებენ.

დღის ამბები