15 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ჩვენი პოლიტიკური ძალის არსი სწორედ ის ფასეულობებია, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა - გიორგი ვოლსკი 

პრემიერის გამოსვლა და მთავარი გზავნილები უნგრეთში მიმდინარე კონფერენციაზე შეფასებების თემა გახდა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეროვნული ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და ტრადიციები "ქართული ოცნებისთვის", ისევე როგორც საზოგადოებისთვის, პრიორიტეტულია.

"განა ახალია რამე იმაში, რომ ეროვნული ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიციები"ქართული ოცნებისთვის" და  საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის ის, რასაც მხარს უჭერს და მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ მისი ლოზუნგია სწორედ – მამული, ენა, სარწმუნოება.  ამ ლოზუნგის იქით ჩვენი პოლიტიკა არ წასულა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე შეცდომა არ არის დაშვებული, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალის არსი სწორედ ის ფასეულობებია, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა საწინააღმდეგო პოზიცია ტოლერანტობაზე, უმცირესობების უფლებების დაცვაზე. კონსტიტუციაში წინა პლანზეა ეს ყველაფერი წამოწეული," – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

დღის ამბები